საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კობა კობალაძე პოლონეთის შეიარაღებული ძალების რეზერვის ოფიცერთა დელეგაციას შეხვდა

მედია და საზოგადოება 11 მარტი 2020
კობა კობალაძე პოლონეთის შეიარაღებული ძალების რეზერვის ოფიცერთა დელეგაციას შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა კობალაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რეზერვის ოფიცერთა დელეგაციას შეხვდა. პოლონელი სტუმრები, ამავდროულად, ვარშავის სტრატეგიული უნივერსიტეტის ლექტორატს და სამობილიზაციო რესურსის საკითხების ექსპერტებს წარმოადგენენ. შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე და ამ მიმართულებით პოლონურ გამოცდილებაზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამობილიზაციო რესურსის უზრუნველყოფის რეგიონალურ პრინციპზე და საგანგებო სიტუაციების დროს მართვის ორგანიზებაზე. პოლონელმა სტუმრებმა ნატოში ინტეგრირების პროცესში პოლონეთის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე და განვლილ ეტაპებზე საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს. შეიარაღებული ძალების რეზერვის ოფიცერთა დელეგაციამ ქართულ მხარესთან გამოცდილების გაზიარების კუთხით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა, რაც, თავისთავად მისასალმებელი ფაქტია“, - აღნიშნა კობა კობალაძემ.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა 2021 წელს, ვარშავაში გასამართ უსაფრთხოების გაფართოებულ კონფერენციაზე, საქართველოს წარმომადგენლები მიიწვიეს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გამართულ შეხვედრას პოლკოვნიკი შტეფან შუშკა, ვიცე-პოლკოვნიკი მარიან ჩიჩონი და ჯოზეფ გროჩალა დაესწრნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტი ვახტანგ მაისაია და კომიტეტის წევრები ჯუმბერ იზორია და ლევან მგალობლიშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R