საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას წარუდგენს

მედია და საზოგადოება 25 დეკემბერი 2015
საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას წარუდგენს

საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას წარუდგენს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა: „გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მიმდინაროებდა კონსულტაციები უმრავლესობაში რეგლამენტის და კანონის შესაბამისად და საქართველოს პრემიერმინისტრის კანდიდატთან დაკავშირებით შევთანხმდით ყველანი, რომ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტზე წარვუდგენთ ბატონი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას“. 

ზვიად კვაჭანტირაძემ პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც საპარლამენტი უმრავლესობის სხდომას ესწრებოდა, მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. „გულწრეფალად გვინდა ბატონ ირაკლის გადავუხადოთ ძალიან დიდი მადლობა იმ თავდადებული შრომისთვის, იმ ღვაწლისთვის, რომელიც მან გაწია საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტზე, ჩვენი კოალიციის ლიდერის პოსტზე. მიუხედავად იმისა, რომ მართლა გული გვწყდება ყველას მისი გადაწყვეტილების გამო, დარწმუნებულები ვართ, რომ ბატონი ირაკლი ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება ყველა სასიკეთო საქმეში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. დიდი მადლობა ბატონი ირაკლი ძალიან ღირსეული შრომისთვის, რომელსაც ასე ღირსეულად ახორციელებდით ბოლო ორი წლის განმავლობაში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ამის შემდეგ სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი კვირიკაშვილს მოუსინეს.

სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამეტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მედიის წარმომადგნელებთან კომენტარი გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული საქმიანობისთვის, ხოლო გიორგი კვირიკაშვილს წარმატებები უსურვა.

„მე მინდა, მიმავალ პრემიერმინისტრს, ჩემს მეგობარ ირაკლი ღარიბაშვილს დიდი მადლობა მოვახსენო გაწეული საქმიანობისთვის პრემიერმინისტრის პოსტზე, მინისტრად მუშაობის დროს, ოპოზიციაში ერთად ბრძოლისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან ბევრ საქმეს კიდევ ერთად გავაკეთებთ. მე მინდა, გიორგი კვირიკაშვილს ვუსურვო წარმატებები, გიორგი საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად გამოაცხადა ჩვენს საერთო კოალიციურ კანდიდატად და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ძალიან დიდი შრომა იქნება გაწეული იმისთვის, რომ ჩვენ დავასრულოთ ეს პროცესი და ახალ წლამდე საქართველოს ჰყავდეს ახალი მთავრობა. გიორგი კვირიკაშვილი არის ჩვენი გუნდის ძალიან აქტიური წევრი პირველი დღიდან დღემდე და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა მას უცხადებს სრულ ნდობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი, ასევე, მას გამოუცხადებს ნდობას და იგი ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე კიდევ უფრო წინ წაიყვანს ჩვენს ქვეყანას. ეს ცვლილება ემსახურება ქვეყნის ინტერსებს, საქმის წინ წაწევის ინტერესებს და ჩვენ ერთად ვრჩებით და ერთად გავაგრძელებთ საქმიანობას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს და მის გუნდს წარმატებები უსურვა. „პირველ რიგში, მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო უმრვალესობამ, ჩვენმა კოალიციამ შეარჩია პრემიერმინისტრობის ძალიან ღირსეული კანდიდატი. ბატონი გიორგი არის ჩემი მეგობარი. მე მინდა მას ვუსურვო წარმატებები. ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით ერთად, ჯერ კიდევ მანამ, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდით ერთად. ახლაც, სამი წელი ვიმუშავეთ ერთად და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი თანამშრომლობა. მე მინდა ვუსურვო წარმატებები კიდევ ერთხელ ბატონ გიორგის, მის გუნდს. რაც შეება ჩემს გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, რომ ჩემს გამოსვლაში ყველაფერი იყო აბსოლუტურად ნათელი. მე ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი და როგორც ჩემს გამოსვლაში ეს ავღნიშნე, გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის სწორი დრო შევარჩიე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილი მადლობა გადუახადა ირაკლი ღარიბაშვილს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის. „პირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე ერთად გავაკეთეთ და მე წილად მხვდა ბედნიერება, რომ ვყოფილიყავი ვიცე-პრემიერი, როდესაც ბატონი ირაკლი იყო პრემიერმინისტრი და ასევე, იმ ნდობისთვის, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ გამომიცხადა. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უმრავლესობის თითოეულ წევრს, რომელმაც ნდობა გამოხატა ჩემი პრემიერმინისტრობის პოსტზე წარსადგენად. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე და მე ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის ასრულებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მსგავსი

პარლამენტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივად დანერგვას ითვალისწინებს
10 ივნისი 2026

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივად დანერგვას ითვალისწინებს

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა გაუქმდა
10 ივნისი 2026

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა გაუქმდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R