საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

ღონისძიებები 08 ოქტომბერი 2019
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (თანდართულ მასალებთან ერთად) საქართველოს კანონის პროექტი, დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ" განიხილეს.

საკითხზე მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის წევრებს, ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლების და პარამეტრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დავგეგმეთ 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, რაც იმ პირობებში, როცა მსოფლიო ეკონომიკაში და ჩვენს რეგიონში შეინიშნება კლებადი ტენდენცია, საკმაოდ ამბიციურია, თუმცა, ვფიქრობთ შესაძლებელი იქნება ამ მაჩვენებლის მიღწევა“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი პარამეტრი, რასაც ბიუჯეტი ითვალისწინებს ეს არის საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობა. „საბიუჯეტო დეფიციტი ჩვენ გვაქვს 2,7%-ის ოდენობით, რაც ნიშნავს, რომ გვაქვს შენარჩუნებული დაბალი დეფიციტის მაჩვენებელი და ამ პირობებში ჩვენი აუცილებელი მიზანი იყო, რომ არ შეგვემცირებინა კაპიტალური დანახარჯები, ვინაიდან მათი შემცირება შესაბამისად აისახებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპზეც და შეუძლებელი იქნებოდა მიგვეღწია 5%-იანი ეკონომიკური ზრდისთვის“, - განაცხადა მომხსენებელმა.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სოციალური სისტემის გაუმჯობესების კუთხით, ბიუჯეტში დამატებით, 300 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც შემდეგ მიმართულებებს მოხმარდება: 

  • 20 ლარით გაიზრდება ასაკით პენსიონერთა პენსიები, ასევე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირების სოციალური გასაცემლები, რაზედაც მიიმართება 220.0 მლნ ლარზე მეტი. დამატებით 30 ლარით გაიზრდება 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პირთა პენსია, მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა სოციალური გასაცემლები, რაზედაც დამატებით მიიმართება 80 მლნ ლარი. პარალელურად დაინერგება საპენსიო გასაცემლების რეგულარული ზრდის წესი. 
  • ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ყველა სამედიცინო სერვისზე განხორციელდება განფასება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მოქალაქეების მიერ თანაგადახდის მოცულობებს; 
  • სასწრაფო დახმარების და სოფლის ექიმების პროგრამების ფარგლებში ანაზღაურება გაიზრდება 100 ლარით.

მომხსენებლის განმარტებით, შემდეგი მიმართულება, რაზედაც მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფა მოხდა ეს არის განათლების სისტემა, საითკენაც ნაერთი ბიუჯეტიდან 1.8 ლრდ. ლარზე მეტი მიიმართება. 

  • საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატი გაიზრდება 150 ლარით 2019 წლის 1 ოქტომბრიდან და დამატებით 150 ლარით - 2020 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან. აღნიშნულ მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე 2020 წელს ჯამში მიიმართება 140.0 მლნ ლარზე მეტი; 
  • 2020 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება, რაზედაც მიიმართება 15 მლნ ლარამდე; 
  • საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 280.0 მლნ ლარზე მეტი;

მომხსენებლის განმარტებით, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს 2020 წლის 1 ივლისიდან ხელფასები საშუალოდ 125 ლარით გაეზრდებათ. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად შენარჩუნებულია 3.7 მლრდ ლარზე მეტი. გიორგი კაკაურიძის განმარტებით ასევე, შენარჩუნებულია პროგრამები მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის საითკენაც 2020 წელს 240 მლნ ლარზე მეტი მიიმართება. 
მისი განცხადებით, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 14 040.0 მლნ ლარით განისაზღვრა.
წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული: 

  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2019 წლის გეგმასთან შედარებით იზრდება 378.6 მლნ ლარით და შეადგენს 4 347.0 მლნ ლარს. 
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 2 071.6 მლნ ლარი, რაც 71.6 მლნ ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. 
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 2019 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 132.4 მლნ ლარამდე შეადგენს 1 636.0 მლნ ლარს. 
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილია 364.0 მლნ ლარი. 
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 93.0 მლნ ლარს; 
  • იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილია 203.0 მლნ ლარი; 
  • საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის - 159.0 მლნ ლარი; 
  • თავდაცვის სამინისტროსთვის - 880.0 მლნ ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასების ზრდა; 
  • შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 770.0 მლნ ლარი; 
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 353.0 მლნ ლარს. 

მომხსენებლის განმარტებით, გარემოს დაცვითი პროგრამებისთვის გამოყოფილია დაახლოებით 58 მლნ ლარი. როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, გამოყოფილი თანხის ფარგლებში :

  • ბიომრავალფეროვნების ნაწილში გათვალისწინებულია 400 ათასი ლარი, 
  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობისთვის - 20.6 მლნ ლარზე მეტი; 
  • დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბებისა და მართვისთვის - 13.0 მლნ ლარი; 
  • სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვისთვის - 13.780 მლნ ლარამდე (გაზრდილია 1.9 მლნ ლარით); 
  • ველური ბუნების ეროვნული სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 875 ათას ლარს;
  • მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 3.0 მლნ ლარი.

„2016 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 31 მილიონი ლარი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში ის გაზრდილია დაახლოებით 20 მილიონი ლარით თუმცა, ეს საკმარისია მაინც არ არის. არსებობს ძალიან მძიმე საკითხები და გამოწვევები, რომელსაც გაცილებით მეტი დაფინანსება სჭირდება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ.

კომიტეტის წევრებმა გამოთქმული შნიშვნების გათვალისწინებით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში
14 სექტემბერი 2020

ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკანონმდებლო უზრუნველყოფისთვის რამდენიმე კანონპროექტს მხარი დაუჭირა
13 ივლისი 2020

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკანონმდებლო უზრუნველყოფისთვის რამდენიმე კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტში „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა
05 მარტი 2020

პარლამენტში „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ენძელა მაჭავარიანი გარემოზე ზემოქმედების შეფასების საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა
21 თებერვალი 2020

ენძელა მაჭავარიანი გარემოზე ზემოქმედების შეფასების საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა

ენძელა მაჭავარიანი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორს შეხვდა
24 იანვარი 2020

ენძელა მაჭავარიანი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R