საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სუამის საპარლამენტო ასამბლეის მე-11 სესიაზე ქართველი პარლამენტარები მოხსენებებით წარდგნენ

მედია და საზოგადოება 28 სექტემბერი 2018
სუამის საპარლამენტო ასამბლეის მე-11 სესიაზე ქართველი პარლამენტარები მოხსენებებით წარდგნენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, გიორგი მოსიძის ხელძღვანელობით მოლდოვას რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინეუში ვიზიტი დაასრულა, სადაც ორი დღის განმავლობაში სუამის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 11-ე სესია იმართებოდა.

სესიის მეორე დღე სუამის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ვადიმ პისტრინციუკის, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის, ადრიან კანდუს, სუამის საპარლამენტო ასამბლეის ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელთა და სხვა მოწვეული სტუმრების მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მოსიძემ ასამბლეის მონაწილეების ყურადღება სუამის წევრი, ოთხივე ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტებზე გაამახვილა. მან მხარეებს მოუწოდა აღნიშნული საკითხი მუდამ ჰქონდეთ პრიორიტეტად ორმხრივი თუ მრავალმხრივი ფორმატების დღის წესრიგში. გიორგი მოსიძემ ბალტიის ასამბლეას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უწყვეტი პოლიტიკური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

სესიაზე განიხილეს სამი საკითხი:

  1. სუამის წევრებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის პერსპექტივები;
  2. საინფორმაციო უსაფრთხოება სუამის რეგიონში: ახალი გამოწვევები, მიზნები და ერთობლივი ძალისხმევა;
  3. სუამი საერთაშორისო ასპარეზზე: საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში სუამის ქვეყნების საქმიანობისა და ურთიერთობების ასპექტები.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიებში. პირველ პანელზე საქართველოს დელეგაციის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ ისაუბრა ევროკავშირთან საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციაზე. იგი ასევე შეეხო საქართველოში შემუშავებულ მწვანე ეკონომიკის კონცეფციას, რომლის საფუძველზეც აიკრძალა გენმოდიფიცირებული სურსათი. მისივე თქმით, აღნიშნულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკოტურიზმის განვითარებას. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 40% ტყეს უჭირავს, რომელსაც მუდმივად საფრთხე ემუქრება და საჭიროა ტყის საფარის ეფექტური დაცვა. გიორგი გაჩეჩილაძემ ყურადღება გაამახვილა სუამის ფარგლებში აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

მეორე პანელზე, ასამბლეის მონაწილეებს თავისი მოსაზრებები გააცნო დელეგაციის წევრმა, გია ბენაშვილმა. მისი განცხადებით, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართველო სერიოზულად ეკიდება მის საქმიანობას და განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხებს.

„განუწყვეტლივ ვცდილობთ ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ ევროპულ სტრუქტურებთან. სუამ-ის ყველა ქვეყანას აერთიანებს ერთი პრობლემა - ტერიტორიული მთლიანობა ყველა ქვეყანას დარღვეული აქვს. რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიის 20%-ი ოკუპირებული აქვს. ამის ფონზე, უმნიშვნელოვანესია სუამის ქვეყნების საერთო ძალისხმევა წინ აღუდგნენ რუსეთის მხრიდან მომდინარე ყველა სახის საფრთხეს, მათ შორის კიბერ შეტევებსაც“, - განაცხადა გია ბენაშვილმა.

სესიის დასასრულს, სუამის საპარლამენტო ასამბლეამ ბალტიის ასამბლეასთან ერთობლივი განცხადება და სესიის კომუნიკე დაამტკიცა.

ასამბლეის პრეზიდენტობა უკრაინის დელეგაციამ გადაიბარა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R