საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტთან, კატი პირისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა

თავმჯდომარე 16 სექტემბერი 2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტთან, კატი პირისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტთან, კატი პირისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის თაობაზე, რომლის განხილვაც 14 სექტემბერს ევროპარლამენტში გაიმართა. ასევე, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, წინასაარჩევნოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

„ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის განხილვისას, კატი პირი იყო საკითხზე მომხსენებელი. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საუბარი. რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადე მას საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმ გვერდში დგომისთვის, რომელსაც ჩვენ ევროპარლამენტის მხრიდან ვგრძნობთ. ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე და იმ ღონისძიებებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ იმისათვის, რომ ყველა მოქალაქე არჩევნების დღეს დაცული იყოს კორონავირუსისგან“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ევროპარლამენტარმა წარმატებულად შეაფასა კოვიდ-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა და მიღწეული წარმატება, ასევე, საკონსტიტუციო რეფორმა და საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები.

„კატი პირიმ წარმატებები გვისურვა და გამოთქვა დიდი სურვილი, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში დამკვირვებლად ჩამოსვლის შესახებ, თუ COVID-19-ის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ევროპარლამენტის მხრიდან შესაბამისი ნებართვა იქნება“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის ჩემპიონატი ჭადრაკში 2026“ გაიმართა
09 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის ჩემპიონატი ჭადრაკში 2026“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R