საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოსმენა გამართა

მედია და საზოგადოება 21 დეკემბერი 2021
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოსმენა გამართა

„ჟენევის საერთაშიროსი მოლაპარაკებები შექმნილი არის კონკრეტული პროცესის გარშემო. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა და რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს თავი აარიდოს ამ შეთანხმების შესრულებას. აქედან მხოლოდ ერთადერთი პუნქტია შესრულებული და ისიც პუნქტი, რომელიც საქართველოს ვალდებულებებს ეხება. დანარჩენ პუნქტებზე ჩვენ გვაქვს რეალობა როდესაც რუსეთის ფედერაცია თავს არიდებს აღნიშნული ხელშეკრულების შესრულებას“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მომხსენებლის განმარტებით, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხები რუსეთის მიერ გამოყენებულია როგორც პოლიტიკური ვაჭრობის საგანი, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი.

 

„შესაბამისად, საქართველოს დელეგაციისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხებზე პროგრესის მიღწევა ისე, რომ ეს არ იყოს დაკავშირებული უსაფრთხოების თემატიკასთან. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა არა მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესში, არამედ მთლიანად საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების უპირობო შეღწევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

 

მომხსენებელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს ეს ვითარება ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.

 

„იქ არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია მიზანმიმართული პოლიტიკის მიერ, რომლის მიზანიც არის ის, რომ ჰუმანიტარული საკითხები და ადამიანის უფლებათა თემატიკით ვაჭრობა გამოყენებული იქნას დამატებით ზეწოლად, როგორც უშუალოდ მოლაპარაკებათა პროცესში ასევე, მთლიანად საქართველოს ხელისუფლებაზე, რაც კიდევ უფრო ართულებს კონკრეტული ამოცანების მიღწევას განსაკუთრებით, ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებასთან მიმართებაში. პრაქტიკულად ის რეალობა რაც გვაქვს ადგილზე დაკავშირებული უკანონო ბორდერიზაციებთან, დაკავებებთან, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციასთან და ა.შ. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ზეწოლა საქართველოზე. ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე პრაქტიკულად გამოყენებული არიან მძევლებად პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე, ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ.

„აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, კონფლიქტის განახლების მაღალი ალბათობა არსებობდა, რაც უარყოფითად აისახებოდა საქართველოს როგორც შიდა პოლიტიკურ ასევე, საგარეო ვითარებაზე. დასავლელ პარტნიორებთან გამართული კომუნიკაციების დროს ჩანდა, რომ არსებული დაძაბულობის პირობებში ქვეყნის განვითარება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, სატრანსპორტო პროექტების განხორციელება, ენერგეტიკული ჰაბის ფუნქციების განხორციელება სერიოზულ წინააღმდეგობებს აწყდებოდა. ამ ვითარებაში მიზანშეწონილად ჩაითვალა რუსეთთან პირდაპირი კომუნიკაციის არხის შექმნა იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც შეირჩა პრაღის ფორმატის დღის წესრიგისათვის. ეს არის ვაჭრობა, სატრანსპორტო კავშირები, კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობები. არაფორმალური დიალოგის ფარგლებში არ განიხილება ის საკითხები, რომელიც წარმოადგენს ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგს. პრაღის შეხვედრის მონაწილეები არ იღებენ რაიმე ფორმალურ ვალდებულებებს და არ  აფორმებენ რაიმე სახის ხელშეკრულებებს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მომხსენებელმა სავაჭრო, რუსეთის ფედერაციასთან სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

მოხსენებების დასრულების შემდეგ სხდომა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ძირითადად საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს როგორც ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ასევე, ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ არსებულ ვითარებას, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და ზოგადად შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებას. სხდომაზე ასევე, ისაუბრეს რუსეთთან ურთიერთობის არსებულ ფორმატზე და იმ საკითხებზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებას ეხება. ყურადღება გამახვილდა არაღიარების საკითხებზე და უშუალოდ ჟენევის მოლაპარაკებებში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის  მუშაობაზე.

„იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი მგრძნობიარე ინფორმაცია იყო მოწოდებული დეპუტატებისთვის, ეს შეხვედრა დახურულ რეჟიმში, ძალიან კონსტრუქციულ ვთარებაში წარიმართა. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე დეპუტატებს შეუძლიათ მშვიდად, ძალიან წყნარ გარემოში ისაუბრონ. მოსმენილი ინფორმაცია მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ  უსაფრთხოების გარემო საქართველოს ირგვლივ არის გაუარესებული. მთავარი საკითხი, რომელსაც უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთად არის ის, რომ შევინარჩუნოთ ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, რადგან რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები იზრდება ყოველდღიურად. ვერც პრაღის ფორმატი და ვერც ჟენევის მოლაპარაკებები ჩვენ ამ საფრთხეებს ბოლომდე ვერ აგვაცილებს. ამიტომ საჭიროა ჩვენს პარტნიორებთან მუდმივი კონტაქტი და შეხსენება იმისა, რომ რუსეთის ეს ნაბიჯები შეიძლება საბოლო ჯამში, ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს, როგორც საქართველოსთვის ასევე, უკრაინისთვის და ეს არის ნამდვილად კრიტიკული მომენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R