საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზვიად კვაჭანტირაძე: „თეუჩეჟ ყატი დღესაც არის ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს ჭეშმარიტი დესპანი“

მედია და საზოგადოება 18 დეკემბერი 2018
ზვიად კვაჭანტირაძე: „თეუჩეჟ ყატი დღესაც არის ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს ჭეშმარიტი დესპანი“

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩერქეზი მხატვრის თეუჩეჟ ყატის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელიც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ გახსნა. 

ცნობილი ჩერქეზი საზოგადო მოღვაწე და მწერალი საქართველოში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით იმყოფება. 

დღეს გამართულ გამოფენაზე იმ 55 ნახატთა შორის, მხატვრის მიერ წრმოდგენილი იყო ნამუშევრები ქართველი კლასიკოსების - ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის ნაწარმოებების თემებზე. 

„ჩვენი სტუმარი არის ჩერქეზი ხალხის ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ადამიანი, რომელსაც უდიდესი ავტორიტეტი გააჩნია ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში. იგი არის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, მწერალი და მხარტვარი, რომელიც ათწლეულებია ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან. მისი საქართველოში ვიზიტის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა აღენიშნა ამ ადამიანის ძალიან დიდი ღვაწლი ჩერქეზ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების და განმტკიცებისს საქმეში. გვინდოდა ამით მადლობა გვეთქვა მისთვის იმის გამო, რომ იგი არ ივიწყებს საქართველოს“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას, მხატვრისა და მწერლის ღვაწლზე ისაუბრა. „თეუჩეჟ ყატი ორგანულად არის დაკავშირებული საქართველოსთან არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან საქართველოში მიიღო განათლება. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ აფხაზეთის ავადსახსენებელი ძმათა მკვლელი ომის დროს მხატვარმა ფეხით შემოიარა ჩერქეზეთის სოფლები და სადაც მისი სიტყვა გაისმა, არც ერთი იმ სოფლიდან ამ ომში არ წასულა ჩერქეზი. ბატონი თეუჩეჟი დღესაც არის ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს ჭეშმარიტი დესპანი“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. მან მადლობა გადაუხადა სტუმარს ჩვენს ქვეყანასთან აქტიური ურთიერთობებისთვის და საქართველოსთვის სასიკეთო საქმეების კეთებისთვის.

გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც შექმნილია რამდენიმე ათეული წლის წინ, თეუჩეჟ ყატიმ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას საჩუქრად გადასცა.

„1974 წელს დავამთავრე სახელმწიფო აკადემია. ჩემი ყველა მასწავლებელი იყო ქართველი, ამიტომ ვგრძნობ მათ წინაშე მადლიერებას და ამასთანავე, ვალდებულებას. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას საჩუქრად გადავეცი 105 ნამუშევარი. დღეს, აქ გამოფენილ ნახატებში წარმოდგენილია ქართული კლასიკური ლიტერატურის ილუსტრაციები - ვაჟა ფშაველას პოემებზე, მათ შორის არის სისხლის აღება, რომელიც ჩერქეზულ თემას ეძღვნება. ამასთან ერთად, სინთეზში წარმოდგენილი მაქვს ჩერქეზული ფოლკლორის მოტივები. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს პარლამენტს კერძოდ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ღონისძიების ორგანიზებისთვის“, - განაცხადა მხატვარმა.

თეუჩეჟ ყატის შემოქმედება აღიარებულია სახელმწიფო ჯილდოებითა და საპატიო წოდებებით. მხატვარმა 1974 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი პედაგოგი იყო ცნობილი ქართველი მხატვარი სერგო ქობულაძე, რომლის სამხატვრო სკოლამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მხატვრის მსოფლმხედველობისა და მხატვრული ოსტატობის სრულყოფაში.

თეუჩეჟ ყატის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია რიგი აქტივობები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი; კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი და საქართველოს მხატვართა კავშირი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R