საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზვიად კვაჭანტირაძე: ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ქვეყნიდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ძალიან მჭიდრო კავშირი

მედია და საზოგადოება 05 თებერვალი 2019
ზვიად კვაჭანტირაძე: ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ქვეყნიდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ძალიან მჭიდრო კავშირი

„ბოლო წლების განმავლობაში თანამედროვე მსოფლიოში იზრდება დიასპორების როლი საკუთარი ქვეყნების განვითარების საქმეში და ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ქვეყნიდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით უცხოეთში წასულ და იქ მცხოვრებ თანამემამულეებთან ძალიან მჭიდრო კავშირი. ამას ვფიქრობდი დღემდეც და კოლეგებს გვქონდა სრული ურთიერთგაგება. ამიტომ გაჩნდა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ის ისტორიული ჩანაწერი, რომელიც კონსტიტუციურად ავალდებულებს ხელისუფლებას შევინარჩუნოთ მჭიდრო კავშირები ჩვენს დიასპორასთან“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ამ მიმართულებით 2019 წელს იგეგმება ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ:

  • დიასპორის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას;
  • სათვისტომოების, დიასპორული ორგანიზაციების კონსოლიდაციასა და მათი ქართულ სახელმწიფოსთან ინტეგრაციას
  • ქართული დიასპორის მეშვეობით ქმედითი კულტურული დიპლომატიის წარმოებას; ქართულ სათვისტომოებთან მაქსიმალურად მჭიდრო კულტურულ–საგანმანათლებლო და ინტელექტუალური კავშირების დამყარებას.
  • ისტორიული დიასპორებისთვის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.
  • უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაციას.
  • საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენა–დაცვას. 
  • სახელმწიფოს მიერ, ქართული დიასპორის მონაწილეობით, აქტიური სახალხო დიპლომატიის წარმოებას.
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში (სტრუქტურებში) საქართველოს ინტეგრირების პროცესში შესაბამისი ქვეყნების ქართული დიასპორული ორგანიზაციების პოტენციალის გამოყენებას;
  • საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, განათლების მიღებისა და ბიზნესის წარმოების ხელშეწყობას. უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებას;
  • უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში საქართველოს მონაწილეობის გაძლიერებას, ურთიერთმომგებიანი ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის განვითარების პროცესში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობის გაზრდას;

როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია თვისობრივად ახლებური სახე მიეცეს 2019 წლის 27 მაისს დიასპორის დღის აღნიშვნას. 

„უნდა შეიცვალოს დიასპორული ფორუმის შინაარსი, რაც გულისხმობს ქართული დიასპორისათვის ურთიერთობის ახალი ფორმატის შეთავაზებას“, - აღნიშნა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, კომიტეტი მიესალმება ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას დიასპორულ პროექტებში და ამ მხრივ მხარს უჭერს და მომავალშიც დაუჭერს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „მომავლის ბანაკი“, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების გაძლიერება, რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R