საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის წევრები თამარ კორძაია და თამარ ჩარკვიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 10 დეკემბერი 2021
პარლამენტის წევრები თამარ კორძაია და თამარ ჩარკვიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

პარლამენტის უფრაქციო წევრები თამარ კორძაია და თამარ ჩარკვიანი საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ადამიანის უფლებებზე ზოგადად და ეროვნული უმცირესობების დაცვის საკითხებზე.

 

საუბარი შეეხო მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მართლმსაჯულების სისტემას და სასამართლო რეფორმას.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე.

 

„შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ვისაუბრეთ არსებულ ვითარებაზე ქვეყანაში, იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რაც გვაქვს ქვეყანაში და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე. ცალსახად დავანახეთ, რომ ის ღირებულებები, რომლის გამოც ჩვენ ევროსაბჭოს წევრი გავხდით - ადამიანის უფლებები დღითიდღე უმძიმეს მდგომარეობაში ვარდება ქვეყანაში. ვისაუბრეთ ასევე როგორც მართლმსაჯულების უფლებასთან, ასევე მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ჩემი მხრიდან სამომავლოდ ვთხოვე, რომ განვითარების გზაზე ჩვენმა ქვეყანამ კურსი რომ არ იცვალოს და ის კვლავ იმ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ნანატრი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს, რისი სურვილიც საქართველოს დიდი ხანია აქვს, არ გადაუხვიოს ამ კურსს, რა თქმა უნდა, თქვენი - მეგობარი დასავლელი პარტნიორების დახმარება გვჭირდება და ეს დახმარება გამოიხატება იმაში, რომ მათ სწორად აწარმოონ მონიტორინგი და ზუსტი ანგარიში დადონ ჩვენი ქვეყნის შესახებ“, - აღნიშნა თამარ ჩარკვიანმა შეხვედრის შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R