საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა 79 ხმით ნიკანორ მელიას პარლამენტის წევრის სტატუსი შეუწყვიტა

პლენარული სხდომები 05 ოქტომბერი 2021
პარლამენტმა 79 ხმით ნიკანორ მელიას პარლამენტის წევრის სტატუსი შეუწყვიტა

პარლამენტმა ნიკანორ მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი 79 ხმით დაუჭირა.

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, 2021 წლის 3 აგვისტოს ნიკანორ მელიამ წერილობით მიმართა პარლამენტს მისი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შეისწავლა მისი განცხადება, საკომიტეტო მოსმენაზე იმსჯელეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 

„მისი გუნდის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ წუხდნენ ნიკანორ მელიას მხრიდან ამ პოზიციის დაფიქსირების გამო. ჩვენ კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად განვიხილეთ ეს საკითხი და მივიღეთ კომიტეტის დასკვნა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ნიკანორ მელიას განცხადებასთან ერთად კიდევ 50 დეპუტატის განცხადება იყო ასეთი და არცერთი არ დაკმაყოფილდა პარლამენტის მხრიდან.

 

ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, აღნიშნული პროცედურა რეგლამენტით არის გაწერილი და ნიკანორ მელიას განცხადების დაკმაყოფილების საკითხის განხილვა ზუსტად ჯდება რეგლამენტის მუხლებით მითითებულ ვადებში.

 

„ჩვენ გადაწყვეტილებები მივიღეთ პოლიტიკური კონტექსტიდან გამიჯნულად. პარლამენტისთვის თქვენგან საბოტაჟის გამოცხადების პერიოდში, კომიტეტმა ყველა იმ დეპუტატზე დადო ზუსტად ანალოგიური დასკვნა. პარლამენტის გადასაწყვეტია დააკმაყოფილებს თუ არა ამ საკითხს. წინა შემთხვევაში რატომაც არ დააკმაყოფილა ეს განცხადებები, კარგად მოგეხსენებათ - ჩვენ არ გვინდოდა საქართველოში დემოკრატია სწრაფად დასამარებულიყო იმ ადამიანის კარნახით, რომელიც ხელს აწერდა შარლ მიშელის დოკუმენტს და ასი დღის შემდეგ უარს ამბობს პარლამენტის წევრობაზე და იმ ადამიანის კარნახით, რომელიც დღეს საპყრობილეში იმყოფება და რევოლუციური სცენარების განვითარებით მუდმივად არის დაკავებული. გვინდოდა დავრჩენილიყავით საპარლამენტო დემოკრატიის ერთგულნი და საერთაშორისო პარტნიორების იმ თანამშრომლობის სულისკვეთებით, რითაც ჩვენ ეს მედიაცია ამ ხნის განმავლობაში მოვიტანეთ აქამდე“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

მსგავსი

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
25 ივნისი 2026

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R