საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტში ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრები გაიმართა

მედია და საზოგადოება 11 აპრილი 2022
საქართველოს პარლამენტში ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პარლამენტი ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციას მასპინძლობს. პირველი შეხვედრა ევროპარლამენტარებთან ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებთან გაიმართა.


შეხვედრის მთავარ თემას უსაფრთხოების გამოწვევები წარმოადგენდა.


მხარეებმა ისაუბრეს რუსულ ოკუპაციაზე და მის შედეგებზე საქართველოში; ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მისი გამკლავების გზებზე და ამ მნიშვნელოვან საკითხში პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.


შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.


„რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ევროპელი პარტნიორების გვერდით დგომას და მათთან დიალოგს. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობების წინ წაწევა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


ქართველმა კანონმდებლებმა ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებთან საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლაზეც ისაუბრეს. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველომ შესაბამისი კითხვარი უნდა შეავსოს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დღეს მიიღებს.


„საქართველოსაც დღეიდან აქვს ოფიციალური აღიარება იმისა, რომ კანდიდატი ქვეყნის მინიჭების სტატუსზე ვისაუბროთ. ეს საქართველოს ისტორიაში, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე არის მნიშვნელოვანი მოვლენა და ბუნებრივია, ამ პროცესში ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირში ინტეგრაცია არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ძალიან ბევრი მიმართულებით რეფორმების განხორციელებას უკავშირდება. იმისათვის, რომ ეს პროცესი დაწყებულიყო 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელსაც წარმატებით ვახორციელებთ, ჩვენ გვაქვს ნაკისრი ვალდებულების შესრულების ძალიან კარგი მაჩვენებელი, რაც გვაძლევს ევროკავშირთან ურთიერთობებში ოპტიმისტური განწყობის საფუძველს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

მსგავსი

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
25 ივნისი 2026

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R