საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 11 აპრილი 2022
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, რუსეთ-უკრაინის ომს, ქვეყანაში რეფორმების მიმდინარეობას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.
 
„ორი მთავარი საკითხი რაზეც ვიმსჯელეთ, ეს არის უკრაინა და უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციონირება და საქართველოს დაჩქარებული გაწევრიანება ევროკავშირში. ამისთვის საქართველოს ჭირდება რეფორმები, პირველ რიგში სასამართლო რეფორმა, რომ ეს პროცესი დაჩქარებით მოხდეს. სრული წარმოდგენა აქვთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს რა ხდება საქართველოში და ზუსტად იციან, რომ ის ყველა არსებული მექანიზმი, რაც აქამდე იყო „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოიყენა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მკაფიოდ აღინიშნა, რომ ნაკისრი ვალდებულებების და რეფორმების გატარების გარეშე, წარმატება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენს ქვეყანას ვერ ექნება.
 
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, საქართველოს ყველა მეგობარი და მოკავშირე ევროპარლამენტში გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას, მის უსაფრთხოებას, მაგრამ ასევე ჩვენს მომავალს ევროკავშირთან მიმართებაში. მათ სურთ რომ წარმატებული იყოს საქართველოს აპლიკაცია ევროკავშირში კანდიდატის მიღების გზაზე. ამავე დროს, ნათელია იმ რეფორმების გატარების გარეშე, რომელიც საქართველოს ესაჭიროება, წარმატება ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვერ ექნება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
 
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციის წევრები სალომე სამადაშვილი, გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე, ლევან იოსელიანი, ხათუნა სამნიძე, ანა ბუჩუკური, ჰერმან საბო და ფრიდონ ინჯია ესწრებოდნენ.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R