საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ზედამხედველობა - ახალი ამბები 12 აგვისტო 2022
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილი საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში.
 
შეხვედრაზე საპარლამენტო საქმიანობაში საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების რეალური ფუნქციონირების საკითხზე იმსჯელეს.
 
ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული საპარლამენტო კონტროლის 11 მექანიზმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს თითოეული მათგანი და საჭიროებს თუ არა ცალკეული ნორმები ცვლილებას, დაზუსტებას ან ახლებურად დარეგულირებას.
 
„ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ მიერ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების შესწავლის შედეგად იქნა შეთავაზებული სამუშაო ჯგუფისთვის, მათ თავიანთი მოსაზრებები და პოზიცია წარმოადგინეს. დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა შეეხო ყველა საკითხს, უნდა ითქვას, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები დაახლოებულია. არის თემები, რომელთა შესახებ ჩვენ საგნობრივად ვისაუბრეთ და მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმებისკენ სავალი გზა არ არის რთული. თერთმეტივე საკითხი თავისებურად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველას თავისი ადგილი და როლი აქვს საპარლამენტო კონტროლის განხორციელების საკითხში. მათ შორის საკითხები, რომელიც ეხება დეპუტატის კითხვასთან დაკავშირებით პასუხების გაცემის ხარისხს და სიხშირეს, ასევე როგორიცაა თემატური მოკვლევები და ასეთი მიმართულებები, აქაც ყველაფერი ამომწურავად გავიარეთ. ასევე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა თანამდებობის პირების პარლამენტში გამოცხადება და მათზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება მათი უშუალო მონაწილეობით. ბევრი მიმართულებით აქაც საერთო პოზიციების დაახლოების ტენდენცია გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
 
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამუშაო ჯგუფის წევრები: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები, მიხეილ სარჯველაძე, გიორგი კახიანი, ხატია წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, იაგო ხვიჩია, ბექა ლილუაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R