საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი: აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული ძალისხმევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია წლიური ანგარიშებისა და სამოქმედო გეგმების სტანდარტის დასამკვიდრებლად

თავმჯდომარე 04 აპრილი 2022
შალვა პაპუაშვილი: აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული ძალისხმევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია წლიური ანგარიშებისა და სამოქმედო გეგმების სტანდარტის დასამკვიდრებლად

„ძალისხმევა, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის და UNDP-ის დახმარებით გასწია - როგორც წლიური ანგარიშის, ისე სამოქმედო გეგმის შინაარსის, ფორმისა და სტრუქტურის სისტემური ანალიზის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ მოხდეს პარლამენტში როგორც სამოქმედო გეგმების, ისე ანგარიშების სტანდარტიზაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აგრარულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშისა და 2022 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.


შალვა პაპუაშვილმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საპარლამენტო საქმიანობის გაძლიერებაზე, ასევე, მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაოს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა კომიტეტების საქმიანობის სწორად დაგეგმვისა და შემდეგ, საზოგადოებისთვის გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის ჩაბარების მნიშვნელობა.


„ძალისხმევა, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის და UNDP-ის დახმარებით გასწია - როგორც წლიური ანგარიშის, ისე სამოქმედო გეგმის შინაარსის, ფორმისა და სტრუქტურის სისტემური ანალიზის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ მოხდეს პარლამენტში როგორც სამოქმედო გეგმების, ისე ანგარიშების სტანდარტიზაცია. სტანდარტიზაციას დადებითი მხარე აქვს - მთავარი რაც არის ისაა, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ტექსტებში ნავიგაცია გაუადვილდება, ვინაიდან სტრუქტურა, ფორმა და კონცეფცია ჩვენი მოქალაქეებისთვის აღსაქმელად უფრო მარტივი იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ საინტერესოა ის გამოცდილება, რომელიც ამ პროცესში აგრარულ საკითხთა კომიტეტმა შეიძინა. რაც შეეხება გეგმას, იმ შემთხვევაში, თუ ეს წარმატებული სტრუქტურა იქნება, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ კომიტეტებიც გაიზიარებენ და ანგარიშებისა და სამოქმედო გეგმების ერთგვაროვანი სტრუქტურა ჩამოყალიბდება. ამასთანავე, დოკუმენტი მარტივად სტრუქტურირებულია და მასში არის სხვადასხვა სახის ინსტრუმენტები, რომლებიც ტექსტუალურ ნარატივს ისეთ დოკუმენტად გარდაქმნის, რომელმაც შედეგები, გარკვეულწილად, თვლადიც კი გახადოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


შალვა პაპუაშვილმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანს და საერთაშორისო პარტნიორებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

მსგავსი

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
25 ივნისი 2026

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R